„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ ექიმებმა ბავშვებში გულის თანდაყოლილი პათოლოგიების გამოვლენის მიზნით, ქუთაისში უფასო სკრინინგი ჩაატარეს

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახური ბავშვთა კარდიოლოგის ვახტანგ ხელაშვილის ხელმძღვანელობით, ბავშვებში გულის თანდაყოლილი პათოლოგიების გამოვლენის მიზნით, რეგიონებში უფასო სკრინინგს ატარებს.

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ბავშვებს ექოკარდიოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ბავშვთა კარდიოლოგის კონსულტაცია უფასოდ ჩაუტარდათ.

„წელს აქცია იმერეთიდან დაიწყო. 11 თებერვალს ქუთაისის #4 შერეულ პოლიკლინიკაში პაციენტები მიიღეს „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახურის კარდიოლოგებმა ნონა გრძელიშვილმა და ნიკა ლაბარტყავამ.

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახურმა მსგავსი აქცია გასულ წელს სამეგრელოში ჩაატარა.

იგეგმება, რომ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ ექიმებმა, ბავშვებში გულის თანდაყოლილი პათოლოგიების გამოვლენის მიზნით, უფასო სკრინინგით წლის ბოლომდე მთელი საქართველო მოიცვან.

მომდევნო აქციის დრო და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი. აქციაში მონაწილეობის მისაღებად პაციენტებს მოუწევთ, კონსულტაცია ადგილზე გაიარონ თავიანთი პოლიკლინიკის პედიატრთან ან ბავშვთა კარდიოლოგთან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა