პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში დიდველის ტბა და სატუმბი შენობა-ნაგებობა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ლერი ბარნაბიშვილთან ერთად ბაკურიანში დიდველის ტბა და სატუმბი შენობა-ნაგებობა დაათვალიერა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ადგილზე გაეცნო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატისათვის მოწყობილ ხელოვნური გათოვლიანების სისტემასა და ხელოვნურ რეზერვუარებს და მოისმინა ინფორმაცია სპეციალურად ჩემპიონატისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურის შესახებ.

„16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ბაკურიანში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 42 ქვეყნის, მათ შორის, ავსტრიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ავსტრალიის, ჩინეთის, იაპონიის, კანადის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმართება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა