„სითი მოლში“ „ლოქსიტანის“ მეორე მაღაზია გაიხსნა

„სითი მოლში“ „ლოქსიტანის“ მეორე მაღაზია გაიხსნა. ბრენდი მომხმარებელს სიახლეებითა და სასაჩუქრე ნაკრებების მრავალფეროვანი არჩევანით ელოდება.

სურველოვანი, დახვეწილი და ელეგანტური ფრანგული ბრენდის „ლოქსიტანის“ მეორე ოფიციალური მაღაზია საბურთალოს სითი მოლში უკვე გაიხსნა. ბუტიკში სტუმრობისას ფერად, გამორჩეული ინტერიერის მქონე სურნელოვანი პარფიუმით სავსე პროვანსულ სამყაროში მოხვდებით. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ბრენდის ახალი ბუტიკი მომხმარებელს ახალ სერვისსაც სთავაზობს - ეს არის „სილამაზის ოთახი“, სადაც „ლოქსიტანის“ სილამაზის კონსულტანტები კანის დიაგნოსტიკის შესაბამისად, ინდივიდუალურად მორგებულ „ლოქსიტან-რუტინას“ შემოგთავაზებენ.

საქართველოში „ლოქსიტანის“ პირველი ბრენდული მაღაზია რამდენიმე წლის წინ ქ.თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე გაიხსნა. ამჟამად, ორივე ბუტიკში წარმოდგენილია სხეულის, თმისა და სახის მოვლის პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ გამორჩეულ და ნატურალურ პროდუქციას, იმისთვის, რომ მუდამ შეინარჩუნონ ბუნებრივი სილამაზე, იყვნენ ბედნიერები და სიცოცხლით სავსე.

„ლოქსიტანის“ ბრენდის ისტორია 1976 წლიდან დაიწყო, პირველი მაღაზიის კარი კი 1981 წელს პროვანსში გაიღო. დღესდღეობით „ლოქსიტანი“ მსოფლიოს 93 ქვეყანაში 3000-ზე მეტი სავაჭრო წერტილით არის წარმოდგენილი. მთელ მსოფლიოში, „ლოქსიტანის“ ბუტიკები დახვეწილი გარემოთი, სურნელოვანი პარფიუმით და კოსმეტიკით გამოირჩევა. მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მომხმარებელს ამ გამორჩეული სილამაზის ბრენდის უკვე მეორე მაღაზიაში ვუმასპინძლოთ. „ლოქსიტანი“ საქართველოში მომხმარებელმა განსაკუთრებით შეიყვარა და ამიტომ, გადავწყვიტეთ, თითოეული მაღაზიის გახსნა ვაქციოთ დღესასწაულად და შევქმნათ ჯადოსნური სამყარო“, - განაცხადა საქართველოში „ლოქსიტანის“ გენერალურმა დირექტორმა, ლიკა ლობჟანიძემ.

ძალიან მიხარია, რომ „ლოქსიტანი“, რომელიც უკვე მრავალი წელია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია, რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც შემოვიდა და ახლა უკვე მეორე ფილიალი გახსნა. აღსანიშნავია, რომ პროდუქცია პირდაპირ პროვანსიდანაა, გამორჩეული შემადგენლობის და მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს შეიცავს. 40 წელზე მეტია, ბრენდის ხარისხი უცვლელია და მუდმივად კონტროლდება თითოეული პროდუქციის შედეგიანობა“, - ამბობს საქართველოში ლოქსიტანის ბრენდ ამბასადორი, თაკო ჩხეიძე.

„სუფთა და ნატურალური შემადგენლობის გარდა, „ლოქსიტანი“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. საფრანგეთში, პროვანსში თავად ფლობს საკუთარ პლანტაციებს, 5200 ჰექტარზე მეტ მიწას, სადაც დასაქმებული ყავს დაახლოებით 110 ფერმერი და 10 000-ზე მეტი მკრეფავი, მათ მოყავთ 300-ზე მეტი ინგრედიენტი, რითაც უწყობს ხელს ბუნების განვითარებას და ადამიანების დასაქმებას რეგიონში. „ლოქსიტანის“ პროდუქციას მინიჭებული აქვს ორგანული ნიშანი და ეკო სერტიფიკატი. არ შეიცავს პარაბენებს, ცხოველურ ცხიმებს, სილიკონს, კონსერვანტებს ან სხვა რაიმე ისეთ დანამატს რაც ეწინააღმდეგება მათ სტანდარტებს. "ლოქსიტანის“ სითი მოლის მაღაზიაში უკვე შესაძლებელია ECO შემავსებლებით სარგებლობა, რაც გულისხმობს პროდუქციის შეძენას თხევადი ფორმით, პლასტმასის შეფუთვების გარეშე. ეს სერვისი თითოეულ მომხმარებელს ბუნების გულშემატკივრად აქცევს, ამასთანავე მნიშვნელოვნად დაუზოგავს ფინანსებს“, - განაცხადა საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ირინა ონაშვილმა.

საბურთალოს სითი მოლში „ლოქსიტანის“ ბუტიკის გრანდიოზული გახსნის ცერემონიალს 150-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ სილამაზის სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ბიზნეს კომპანიების და მედიის წარმომადგენლები.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა