რეზო ხარაზი - ბათუმის საკრებულო არ უნდა იყოს მხოლოდ ნოტარიუსი

ბათუმის საკრებულო არ უნდა იყოს მხოლოდ ნოტარიუსი და არ უნდა იყოს იმის „გამპრავებელი", რასაც ბათუმის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აკეთებენ, - ეს განცხადება ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ბათუმში გამოცხადებული ტენდერები უკონკურენტოდ ერთ კომპანიაზე არის მორგებული.

„ბათუმის საკრებულოში მარტო დარჩენილ „ქართულ ოცნებას“ შეკითხვებით მივმართავ: ბათუმის მერია რატომ ამსხვილებს ტენდერებს, რატომ აერთიანებს ხელოვნურად სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს და რატომ არგებს ერთ კომპანიას უკონკურენტოდ?

რამდენიმე ტენდერია გამოცხადებული, მათ შორის 26 მილიონიანი ტენდერი, რომელიც საგზაო მიმართულებითაა. ასევე, საუბარია 6 მილიონიან ტენდერზე. მათი ქმედებები საფრთხეს ქმნის, რომ დაიჩაგროს სხვა კომპანიები. რეალურად მერია ვერ ახდენს მონიტორინგს გამარჯვებულ კომპანიებზე და ვიღებთ დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

ამაში, მერის და საკრებულოს პასუხისმგებლობაა, უფრო აქტიური მონიტორინგი უნდა მოხდეს, კონკურენტუნარიანი ტენდერები ჩავატაროთ და მივიღოთ სწრაფად შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ხარისხი იყოს დაცული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის საკრებულო ამ პროცესში ჩართული იყოს, რაც ძალიან მეეჭვება, სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ მიუხედავად ბოიკოტის რეჟიმში ყოფნისა, ჩვენ აუცილებლად გავაკონტროლებთ", - განაცხადა ხარაზმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა