Mastercard და Wolt სტრატეგიულ პარტნიორობას აანონსებენ

Mastercard და Wolt 2023 წელს სტრატეგიულ პარტნიორობას აანონსებენ, რაც ნიშნავს, რომ Mastercard-ის ბარათების მფლობელებსა და Wolt-ის მომხმარებლებს მთელი წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო კამპანია და სიახლე ელოდებათ.

Mastercard-ისა და Wolt-ის თანამშრომლობა უკვე წლებია გრძელდება და მათ ათეულობით ერთობლივი კამპანია აქვთ განხორციელებული, როგორიცაა ქეშბექისა და ფასდაკლებების აქციები, Mastercard-ის დღეები Wolt-ზე, საზაფხულო კამპანიები ბათუმში და მრავალი სხვა.

თუმცა, 2023 წელს ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მთელი წლის განმავლობაში Mastercard და Wolt კიდევ უფრო მეტ ერთობლივ კამპანიას შემოგვთავაზებენ. კამპანიები იგეგმება როგორც Mastercard-ის სტანდარტული, ისე პრემიუმ ბარათების მფლობელთათვის.

თებერვალში Mastercard და Wolt უკვე სამ დიდ კამპანიას აანონსებენ:

30% ქეშბექი Mastercard-ის პრემიუმ ბარათის მფლობელებს Wolt+ზე

10 თებერვლიდან 30 დღის განმავლობაში Mastercard-ის პრემიუმ ბარათის მფლობელებს, რომლებიც, იმავდროულად, Wolt+ის გამომწერებიც არიან, Wolt-ში განთავსებულ ნებისმიერ შეკვეთაზე გადახდილი თანხის 30% უკან დაუბრუნდებათ. ქეშბექი მოქმედებს ნებისმიერ შეკვეთაზე, იქნება ეს რესტორანი, სუპერმარკეტი თუ სხვა მაღაზია. ქეშბექის მაქსიმალური თანხა ერთ შეკვეთაზე 50 ლარს შეადგენს, ერთი მომხმარებელი კი, კამპანიის პერიოდში, ქეშბექით სარგებლობას პირველ 10 შეკვეთაზე შეძლებს.

20% ქეშბექი ვალენტინობის დღეს

13 და14 თებერვალის Mastercard-ის ნებისმიერი ბარათის მფლობელები Wolt-ით გარკვეული მაღაზიებიდან შეკვეთისას თანხის 20%-ს უკან დაიბრუნებენ. ქეშბექის მაქსიმალური თანხა ერთ შეკვეთაზე 50 ლარს შეადგენს.

20% ქეშბექი McDonalds-ის შეკვეთისას

20-დან 24 თებერვლის ჩათვლით McDonalds’-ის Wolt-ით შეკვეთისას და Mastercard-ის ნებისმიერი ბარათით გადახდისას, მომხმარებელი 20%-იან ქეშბექს მიიღებს.

ასე რომ, თუ თქვენ Mastercard-ის ბარათის მფლობელი და, იმავდროულად, Wolt-ის მომხმარებელი ხართ, თვალი ადევნეთ და არ გამოტოვოთ ერთობლივი კამპანიები და გასაოცარი შეთავაზებები.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა