შალვა პაპუაშვილი - მერაბიშვილმა კანონის წინაშე სასჯელი კი მოიხადა, თუმცა დანაშაულს აქვს ასევე მორალური განზომილება და ჩადენილი დანაშაულები მას არ აძლევს მორალურ უფლებას, იყოს აქტიურ პოლიტიკაში

მართალია, ვანო მერაბიშვილმა კანონის წინაშე სასჯელი მოიხადა, თუმცა დანაშაულს აქვს როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური განზომილება და ის დანაშაულები, რომელიც მან ჩაიდინა, არანაირად არ აძლევს მორალურ უფლებას იყოს აქტიურ პოლიტიკაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოლიგარქიულ მმართველობას უკვე თავადაც ადასტურებენ.

„ის, რაზეც დიდი ხანი ვსაუბრობდით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოლიგარქიულ არაფორმალურ მმართველობაზე, თავადაც ადასტურებენ ამას. ვხედავთ თუ ვინ მართავს პროცესებს „ნაციონალურ მოძრაობაში“. ვანო მერაბიშვილის აქტიურ პოლიტიკაში გამოჩენისას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ამ პროცესს, ვინ მიიღებს მას პოლიტიკაში, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელი მხარდაჭერებისგან როგორი რეაქცია ექნება ამას. ვანო მერაბიშვილმა დადასტურებულად ჩაიდინა რამდენიმე დანაშაული. თუ არ ვცდები ის გასამართლებული იყო რამდენიმე საქმეზე: სანდრო გირგვლიანის საქმეზე, 26 მაისის დემონსტრაციის დარბევის საქმეზე. ამ საკითხებზე გასამართლებული ადამიანი, რომელიც ეხება მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და მოძალადეების მართლმსაჯულებისგან დახსნას, რომელიც ეხება ავტორიტარული რეჟიმის შექმნას და დემონსტრაციის დარბევას, ცდილობს, რომ თავი დაიმკვიდროს კვლავ პოლიტიკაში?! მან მართალია, კანონის წინაშე სასჯელი მოიხადა, თუმცა დანაშაულს აქვს როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური განზომილება და რა თქმა უნდა, ის დანაშაულები რომელიც მან ჩაიდინა, არანაირად არ აძლევს მორალურ უფლებას იყოს აქტიურ პოლიტიკაში. ვფიქრობ, ახლა მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ რამდენად გაემიჯნებიან მათ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, შევხედოთ, რა მორალურ პრინციპებზე დგანან ის მხარდამჭერები, რომლებსაც ჩვენ ხშირად ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, 2012 წელს ქართველი ხალხი საარჩევნო ყუთებთან აჯანყდა იმის გამო, რომ საქართველოში შექმნილი იყო პოლიციური რეჟიმი, რომელიც იყო ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებული.

„ამ რეჟიმის მთავარი შემოქმედი რომ ვანო მერაბიშვილია, ამაზე ამას წინ მიხეილ სააკაშვილმაც კი ისაუბრა. ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებული სისტემის ერთ-ერთი არქიტექტორი გახლავთ ვანო მერაბიშვილი და ამას რაიმე დამატებითი დრამატიზება არ სჭირდება. ისედაც დრამატულია თავად ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელმაც 21-ე საუკუნეში შექმნა ადამიანის ჩაგვრის სისტემა, რომელიც იწყებოდა ადამიანის მორალური ტერორიდან და თვალთვალიდან და სრულდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადამიანის წამებით, ამ სისტემის ამწყობი ადამიანი დღეს ცდილობს, რომ ფეხი მოიკიდოს პოლიტიკაში. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ და შევაფასოთ ყველა, ვინც მას პოლიტიკურად ჩამოართმევს ხელს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა