შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილისთვის დახარჯული მილიონი დოლარით ერთადერთი ის შეძლო, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ დაკვეთილი სტატიები იწერება და სხვადასხვა ლოკაციაზე 20 ადამიანი იკრიბება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილისთვის დახარჯული მილიონი დოლარით ერთადერთი ის შეძლო, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ დაკვეთილი სტატიები იწერება და სხვადასხვა ლოკაციაზე 20 ადამიანი იკრიბება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ყველამ უნდა გაძლოს ზეწოლას, რომელსაც მიხეილ სააკაშვილისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად იყენებენ.

„ჩვენ რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავთ, ეს არის ტალღა, რომელიც ვიცით თუ რა ღირს. მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული იმისთვის, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე სხვადასხვა გზით ზეწოლა მოახდინონ. ზეწოლა ხან პრეზიდენტზეა, ხან პარლამენტზე, ხან მთავრობასა და მინისტრებზე. არის ჯგუფი და არის თანხა, რომელიც მათ უკან დგას. ეს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს სამართლებრივი პასუხისმგებლობა თავიდან ააცილონ. ეს მართლმსაჯულებაში ჩარევის ჩვეულებრივი მცდელობაა. ჩვენ ყველამ ამ ზეწოლას უნდა გავუძლოთ.

საერთო ჯამში, ვხედავთ, რომ ამას შედეგი არ აქვს. ამ დახარჯული ფულით, ერთადერთი რაც შეძლეს არის ის, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ დაკვეთილი სტატიები იწერება და სხვადასხვა ლოკაციაზე 20 ადამიანი იკრიბება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, შეუძლებელია, ქართველი ხალხი იმ ჯგუფის გვერდით დადგეს, რომელიც დამნაშავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებას ითხოვს და მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა გაემიჯნოს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხს ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.

„მნიშვნელოვანია, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა გაემიჯნოს. ის ევროპული „სახალხო პარტიის“ ოჯახის წევრია და ბოლო პერიოდი ადამიანის დაშინებითაა დაკავებული. ადამიანებს ოჯახებში უვარდებიან, რაც აბსოლუტურად მიუღებელი პოლიტიკური ქცევაა. ეს იგივე ქცევაა, რაც ამ პარტიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა. ერთადერთი, რითაც განსხვავდებიან, არის ის, რომ აღარ აქვთ ძალაუფლების ბერკეტები და ხალხის მხარდაჭერა.

შეუძლებელია, ქართველი ხალხი იმ ჯგუფის გვერდით დადგეს, რომელიც დამნაშავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებას ითხოვს. ამ ჯგუფმა ადამიანის ჩაგვრის სისტემა და რეჟიმი შექმნა. წელიწადზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში იმყოფება და იქ იხდის სასჯელს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა