შალვა პაპუაშვილი მხატვარ სანდრო სულაბერიძის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე - ამ მომენტის დრამატიზება და წარმოჩენა, თითქოს ვიღაცას უნდა ვიღაც ციხეში ჩასვას, ეს არის მანიპულაცია

უკეთეს შემთხვევაში ეს ქარის წისქვილებთან ბრძოლა და უარეს შემთხვევაში იმ ჯგუფის აქტიურობა, რომელიც ეძებს ნებისმიერ საბაბს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ის მხატვარ სანდრო სულაბერიძის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მხატვარ სანდრო სულაბერიძის მოქმედება შეფასდება პერფორმანსად თუ სხვა სახით, ფორმალური პროცედურებია.

„კულტურის სამინისტროს და თავად კულტურის მინისტრის მთავარი მოწოდება არის, როგორც კულტურული ძეგლების გაფრთხილება, ასევე, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ამ მხრივ მოქმედებს კულტურის მინისტრი. გუშინდელი გამოხმაურებები, რაც პერფორმანსთან დაკავშირებით ვნახეთ, მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ არის ბრძოლა ქარის წისქვილებთან. სწორედ თეა წულუკიანის მოწოდებაა, რომ თანამედროვე ხელოვანების უკეთ გაცნობა ქართველმა და არა მხოლოდ ქართველმა საზოგადოებამ შეძლოს. მათ შორის, ამ მხატვრის ნამუშევარიც სახელმწიფო გალერეაში პირველად გამოიფინა. აქ საუბარია იმაზე, თითქოს რაღაც თავისუფლებებია შეზღუდული, იმ დროს, როდესაც თავად ეს ხელოვანი და მხატვარიც სახელმწიფო გალერეაში პირველად გამოიფინა. უკეთეს შემთხვევაში ეს არის ქარის წისქვილებთან ბრძოლა და უარეს შემთხვევაში, ჩვენ ვნახეთ სახეები, ვინც ჩართული არიან. სამწუხაროდ, ეს ჯგუფი იგივე წრეზე ტრიალებს, რომელიც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ ზიზღითაა შეპყრობილი და რაღაც საბაბს ეძებენ, რომ როგორმე გარკვეული აღშფოთება გამოიწვიონ. ხან ეს იქნება ადამიანის სიკვდილი ან რომელიმე კატასტროფა, სადმე რაიმე დაინგრევა, ყველაფერი მათთვის არის საბაბი იმისთვის, რომ რაიმენაირად საქართველოს ხელისუფლება შეარყიონ. თავად ეს ჯგუფი, ვგულისხმობ პოლიტიკოსებს და მათ გარშემო მყოფ გარკვეულ "ფეისბუკ" „ბაბლს“, ამ ჯგუფმა ისე მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია საქართველოს მოსახლეობის თვალში, რომ მნიშვნელოვან საკითხებზეც რომ ისაუბრონ, რეაქციასაც ვერ იღებენ. ერთადერთი რჩევა იქნება თავად შეეშვან ასეთ საკითხებს.

რაც შეეხება ამ ფაქტს, ვნახეთ რაც მოხდა, შეფასდება ეს პერფორმანსად თუ სხვა სახით ფორმალური პროცედურებია. ამ მომენტის დრამატიზება და წარმოჩენა თითქოს ვიღაცას უნდა ვიღაც ციხეში ჩასვას, ეს არის მანიპულაცია“, -განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყების გასაპროტესტებლად სახელოვნებო და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა