შალვა პაპუაშვილი - რუსეთი იგებს თუ აგებს ომს, ეს ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არასდროს უთქვამს, რაზეც ვსაუბრობთ ჩვენც და მთელი სამყაროც ისაა, რომ ვაკვირდებით მდგომარეობას ფრონტის ხაზზე, ვინაიდან ამას უშუალო გავლენა აქვს ჩვენს უსაფრთხოებაზე

რუსეთი იგებს თუ აგებს ომს, ეს ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არასდროს უთქვამს - ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება რომ მნიშვნელოვანია, ამიტომ იღებს საქართველოს ხელისუფლება იმ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს და ამიტომაც არის, რომ რაც ომი მიმდინარეობს, საქართველოს უსაფრთხოების მხრივ დამატებითი გამოწვევა არ ჰქონია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ასხამს თუ არა რუსეთის წისქვილზე წყალს ომის თაობაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მანიპულირების და ყალბი ნარატივის დამკვიდრების მცდელობაა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ასევე, ქვეყნის უსაფრთხოება.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც გარკვეული თემებით მანიპულირების და ყალბი ნარატივის დამკვიდრების მცდელობა ხდება. რუსეთი იგებს თუ აგებს ომს, ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არასდროს უთქვამს. რაზეც ვსაუბრობთ ჩვენც და მთელი სამყაროც ისაა, რომ ვაკვირდებით ყოველდღიურად როგორი მდგომარეობაა ფრონტის ხაზზე, ვინაიდან ამას უშუალო გავლენა აქვს ჩვენს უსაფრთხოებაზე. ეს მნიშვნელოვანია და ხელისუფლება ამაზე რომ არ მსჯელობდეს, ეს იქნებოდა გასაკვირი. მნიშვნელოვანია, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას - ეს ერთი. მეორე - მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო მდგომარეობას დავაკვირდეთ, რადგან ამას ჩვენს უსაფრთხოებაზე გავლენა აქვს. იქნება წინსვლა თუ არა, ამას ვაკვირდებით. ამ აგრესიულ ომთან დაკავშირებით ორი რამაა მნიშვნელოვანი - ერთი ეს არის უკრაინასთან სოლიდარობა, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ხოლო მეორე, ასევე მნიშვნელოვანი - ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება რომ მნიშვნელოვანია, ამიტომ იღებს საქართველოს ხელისუფლება იმ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს. სწორედ ამიტომაც არის, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში, რაც ომი მიმდინარეობს, საქართველოს, უსაფრთხოების მხრივ რაიმე დამატებითი გამოწვევა არ ჰქონია. ეს 1 წელი საქართველომ, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური მიმართულებით, მშვიდად განვლო. ამავე დროს ისე, რომ ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგის გარეშე და ევროკავშირის ეკონომიკის სოლიდარობის ქოლგის გარეშე ვიყავით ისევე სოლიდარულები უკრაინის მიმართ, როგორც ქვეყნები, რომლებიც დაცულები არიან ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის და ევროკავშირის ეკონომიკური მხარდაჭერით. ამ ყველაფრის გარეშე ისე, რომ მარტო ვართ, მხარს ვუჭერთ და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა