შალვა პაპუაშვილი - მთელი უბედურება ისაა, რომ სააკაშვილი უფრო მეტს აინტერესებს, ვიდრე ამას საქართველო იმსახურებს - მისი მფარველები ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებენ შეტევას პროპაგანდისტული ხერხებით თუ სხვა მხრივ

სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების არავითარი საფუძველი არ არსებობს - არსებობს ბევრი საფუძველი იმისა, ვთქვათ, რომ დანაშაულს სასჯელი უნდა მოჰყვეს! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

პაპუაშვილის შეფასებით, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამჭვირვალე და სახალხო პროცესი წარიმართა, თითქმის ყველა მტკიცებულება გასაჯაროვდა და ღია სასამართლო პროცესის შედეგად დადგინდა, რომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საფუძველი არ არსებობს.

„სამწუხაროდ, მთელი უბედურება ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი უფრო მეტს აინტერესებს, ვიდრე ამას საქართველო იმსახურებს. ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მფარველები პირდაპირ საქართველო წინააღმდეგ ახორციელებენ შეტევას პროპაგანდისტული ხერხებით თუ სხვა მხრივ. ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ სააკაშვილი მართლმსაჯულებისგან დაიხსნან. გასაოცარია რასაც ვუყურებთ - ამ საკითხში ჩართული არიან პოლიტიკოსები, არაპოლიტიკოსები... პირდაპირ არის მცდელობა იმისა, რომ შავზე თეთრი დაიძახონ. ქართველი ხალხი არ იჯერებს, რომ შავი არის თეთრი. ჩვენ როგორც ხელისფლება იმიტომაც ვართ მყარად, ისევე როგორც საზოგადოება, რომ ნამდვილად ვიცით, რომ შავი არის შავი! ამის გათეთრება არც მილიონ დოლარიანი კონტრაქტებით იქნება შესაძლებელი და არც სხვა გზებით. ერთი რამ საზოგადოებისთვის აშკარაა - მიხეილ სააკაშვილის მსხვერპლები იმ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ, რასაც სამწუხაროდ, დღეს-დღეობით ზოგიერთი უცხოელი მხარდამჭერი იჩენს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა