შალვა პაპუაშვილი - ევროპულ პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებსაც დღესაც რომ ჰკითხოთ იტყვიან, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო, არის და იქნება დემოკრატიის შუქურა - ეს არის რწმენის დონე, რომელსაც ფაქტებით ვეღარაფერს უზამ

ევროპულ პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებსაც დღესაც რომ ჰკითხოთ იტყვიან, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო, არის და იქნება დემოკრატიის შუქურა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დემოკრატიის სისტემა შექმნა - ეს არის რწმენის დონე, რომელსაც ფაქტებით ვეღარაფერს უზამ, რადგან ამ ადამიანებს სააკაშვილის მიმართ რწმენითი დამოკიდებულება აქვთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის, სააკაშვილის მეგობრების და კლინიკა “ვივამედის" ექიმების ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა.

“ექიმებს უნდათ, რომ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი და ძლიერი, რათა მან სასჯელი ბოლომდე მოიხადოს, ხოლო სააკაშვილს და მის მეგობრებს უნდათ, რომ ის რაც შეიძლება სუსტად იყოს, რათა რამენაირად სასჯელისგან დაიხსნან“, - დასძინა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის“ დილემაა, რომ პარტიის ამომრჩეველი სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველია და ისინი ამ დილემიდან ვერასდროს გამოვლენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა