გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი გახდა

გიორგი სოსიაშვილს მონოგრაფიისთვის - „პატარა ლიახვის ხეობის ისტორია“ (შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის ისტორიული რეპრეზენტაცია) ეროვნული პრემია მიენიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნული პრემია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2021 წლის საგრანტო კონკურსზე წარდგენილი პროექტის ფარგლებში მომზადდა.

„პატარა ლიახვის ხეობის ისტორია“ ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომია და მკითხველს სრულფასოვან ინფორმაციას აწვდის ხსენებული ხეობის, ისტორიული გეოგრაფიის, პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიის, მოსახლეობის, მატერიალური ძეგლების და სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე.

„ნაშრომში გაანალიზებულია პატარა ლიახვის ხეობის, შიდა ქართლის ამ უძველესი ნაწილის ისტორიული წარსული. მასში კარგად არის ასახული პატარა ლიახვის ხეობის მნიშვნელობა შუა საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ავტორი მრავლად იყენებს კვლევისთვის აუცილებელ როგორც ქართულ, ასევე უცხოენოვან დოკუმენტურ წყაროებს, მემუარულ და სამეცნიერო ლიტერატურას, პერიოდიკას. წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილი დათმობილი აქვს ისტორიული გეოგრაფიის მიმოხილვას, სადაც პატარა ლიახვის ხეობის გეოგრაფიული მხარეების ისტორიის დეტალური ანალიზი არის გაკეთებული. კარგად არის წარმოჩენილი მხარის ონომასტიკონი, გაკეთებულია მისი მეცნიერული ანალიზი. ავტორს შესწავლილი აქვს ხეობის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის და მიგრაციის თემა. ასევე, მისი მიზეზები და შედეგები.

ნაშრომში ერთი თავი ეძღვნება ხეობის არქეოლოგიურ მასალას, რაც ადგილზე ადამიანის ცხოვრების ინტენსიური კვალს ადასტურებს. მონოგრაფიაში ვრცლად არის მიმოხილული საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის, პატარა ლიახვის ხეობის მის შემადგენლობაში შეყვანის ისტორია და ამასთან დაკავშირებთ მოსახლეობის პროტესტის საკითხი.

მონოგრაფიას ღირსებას მატებს დანართის სახით არსებული პატარა ლიახვის ხეობის სიძველეების, საკულტო და საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და იქ არსებული ლაპიდარული და ფრესკული წარწერების ანოტაციები და ფოტოები.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ გიორგი სოსიაშვილის ორენოვანი მონოგრაფიის სახით ქართულ ისტორიოგრაფიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი გამოკვლევა შეემატა. წიგნი სპეციალისტთა გარდა, ისტორიის მასწავლებლებს, პოლიტიკოსებს, სტუდენტებს და ფართო საზოგადოებასაც დააინტერესებს, მისი ინგლისური თარგმანი კი, საქართველოს ამ ძირძველ კუთხეს უცხოელ მკითხველსაც გააცნობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა