ბათუმის მერია - ბიუჯეტი 33 მილიონ 50 ათასი ლარით გაიზარდა და 318 მილიონ ლარს შეადგენს

ბათუმის ბიუჯეტი 33 მილიონ 50 ათასი ლარით გაიზარდა და 318 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ედნარ ნატარიძემ ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა და საკრებულოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომლებზეც გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდება.

საკრებულოს სხდომას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა.

ბათუმის მერიის ცნობით, ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა 33 მილიონ 50 ათასი ლარით გაიზარდა და 318 მილიონი ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურის განვითარება - 27 მილიონ 600 ათასი ლარით გაიზარდა და 124 მილიონ ლარს შეადგენს. 38 მისამართზე მოეწყობა ატრაქციონები. აშენდება დამატებით 12 ახალი ხიდი. წლის განმავლობაში კი, 20-ზე მეტი ხიდის მშენებლობა განხორციელდება. ახალი გზის მშენებლობა დაიწყება ბაღის ქუჩის #1 ჩიხში. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები დამატებით 20 მისამართზე განხორციელდება. წლის განმავლობაში კი, სამუშაოები 100-მდე მისამართზე ჩატარდება. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 206 ათასი ლარით გაიზარდა. მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება – 106 800 ლარი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასისტენტით მომსახურება – 74 000 ლარი. „დროებითი ღამის თავშესაფარი“ - 12 300 ლარი.

მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა - 9 ათასი ლარი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის ქვეპროგრამა, რომელიც მიუსაფარი ბავშვების მხარდაჭერას ითვალისწინებს - 5000 ლარი. ბათუმის სპორტულ ცენტრში ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის გათვალისწინებული იქნა 165 750 ლარი.

„დღესვე საკრებულოს წევრებმა მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი, განახლებული გეგმა დაამტკიცეს, რომელიც მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

საკრებულოს წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის“ დამტკიცებას.

აღნიშნული საკითხების გარდა, დადგინდა სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხას დაემატა 209 - 212 პუნქტები.

ბათუმში, რეჯებ ნიჟარაძის ქ. #6-ის მიმდებარედ არსებული 44,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა.

„ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის #15 განკარგულებაში ცვლილება შევიდა.

მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ფარგლებში, ქ. ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქ. #82-ში აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ბინების ღირებულება და ბენეფიციართა მიერ ყოველთვიური გადასახადის ოდენობა განისაზღვრა.

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქ. #231-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა“, - აღნიშნულია ბათუმის მერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა