საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დღე და დაარსებიდან 70 წლისთავი აღნიშნეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში „ინსტიტუტის დღეს“ და დაარსებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას, რომელიც ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში გაიმართა ესწრებოდნენ ინსტიტუტის ხელმძღვანელი თენგიზ ცინცაძე, ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები და მკვლევრები, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილი და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება გახსნა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა თენგიზ ცინცაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ისტორიის, ასევე მეცნიერ-თანამშრომელთა მიღწევების შესახებ ესაუბრა.

„ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი 1953 წელს, თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიური (გეოფიზიკური) ობსერვატორიის ბაზაზე დაარსდა. შენობა, სადაც დღეს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტია განთავსებული, უნიკალურია და 1844 წელსაა აშენებული. 2010 წელს, მას შემდეგ, რაც ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტად გარდაიქმნა, აქ არაერთი საინტერესო და წარმატებული კვლევა ჩატარდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ 26 მნიშვნელოვანი კვლევა ჩავატარეთ. მინდა ჩვენი ინსტიტუტის 70 წლის იუბილე მივულოცო ჩვენს მეცნიერებს, მკვლევრებს და წარმატება ვუსურვო მათ“, - განაცხადა თენგიზ ცინცაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს. მიულოცა მათ ინსტიტუტის დღე, ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლის იუიბილე და სამომავლო გეგმები გააცნო.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს ღვაწლისთვის. ინსტიტუტში 70 წლიანი ისტორიის მანძილზე, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ისეთი გამოჩენილი მეცნიერები, როგორებიც არიან გივი სვანიძე, იასონ ცუცქირიძე, გიორგი მელაძე, ელიზბარ ელიზბარაშვილი, მეცნიერებათა დოქტორები შალვა ცერცვაძე, ნოდარ ასლანიკაშვილი, ჯემალ ვაჩნაძე, ღუდუშა არველაძე და სხვა. 70 წლის განმავლობაში აქ ჩატარდა ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის გამოკვლევები მეტეოროლოგიის, აგრომეტეოროლოგიის, ჰიდროლოგიის, კლიმატისა და მისი ცვლილების, ბუნებრივი გარემოს გაჭუჭყიანების, ენერგიის განახლებადი წყაროებისა და რესურსების შესწავლის, ატმოსფერული პროცესების რეგულირების, საშიში ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების მიმართულებით. საქართველოს კლიმატოლოგიური და აგრომეტეოროლოგიური გამოკვლევების განვითარებაში მნიშვნელოვანი მოვლენა „საქართველოს კლიმატური და აგროკლიმატური ატლასი“ , რომელიც 2011 წელს გამოიცა და ის წარმოადგენს ქართველი კლიმატოლოგების და აგრომეტეოროლოგების მრავალწლიური კვლევების შეჯამების შედეგს, სადაც წარმოდგენილია 112 თემატური რუკა საქართველოს კლიმატის, კლიმატური და აგროკლიმატური რესურსების შესახებ. ინსტიტუტის ძველმა და ახალმა თაობამ არაერთი გრანტი მოიპოვა. კიდევ ერთხელ მადლობა მეცნიერებს შრომისთვის“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა.

ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ზაზა მარუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარს უჭერს სტუ-ის რექტორის და ადმინისტრაციის კურსს, რომელიც ორიენტირებულია უნივერსიტეტისა და ინსტიტუტების განვითარებაზე, ახალგაზრდა მეცნიერების წინსვლაზე.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულ სტუმრები ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მკვლევრების ნაშრომებს გაეცნენ.

ცნობისთვის, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ამინდის პროგნოზირების და კატასტროფების მოდელირების განყოფილების მეცნიერ-მკვლევრებმა იმუშავეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: „მაღალი გარჩევის უნარიანობის მქონე ლოკალური ატმოსფერული პროცესების მოდელირების სისტემის განვითარება საქართველოს ტერიტორიისათვის“, „ამინდის საპროგნოზო მოდელების დამუშავება საქართველოს პირობებისთვის“, „ამინდის და კლიმატის რეგიონული მრავალ მოდელიანი საპროგნოზო მეთოდების დამუშავება საქართველოს პირობებისათვის“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა