თავისთავად, მნიშვნელოვანი ვიზიტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი როლი კიდევ უფრო გაიმყაროს, როგორც სხვადასხვა რეგიონის დამაკავშირებელმა ქვეყანამ, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე მონაწილეობა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს როლი, ბოლო დროის განმავლობაში, კიდევ უფრო გაიზარდა რეგიონში, რაც თავისთავად ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს.
„ჩვენ, ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში, ეს როლი კიდევ უფრო იზრდება, მათ შორის შავ ზღვაში კაბელით, რომელიც ჩვენს რეგიონს აკავშირებს ევროპასთან და ასევე, ზრდის საქართველოს როლს ცენტრალურ აზიასთან დაკავშირების კუთხით, როგორც ე.წ. დამაკავშირებელი ჰაბის. ეს როლი უკვე ყველასთვის ნათელია და ახლა მნიშვნელოვანია, ამ როლის შევსება, რაც შეიძლება მეტი შინაარსით. იმიტომ, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს საქართველოს გეოპოლიტიკური გაძლიერება. რაც საბოლოო ჯამში, ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.