გორში შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 40 შშმ პირს ეტლები გადაეცა. გორის მერიის ინფორმაციით, დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მომხმარებელების ინდივიდუალური საჭიროებები.

უწყების ცნობით, გორის მუნიციპალიტეტისა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ აქტიური თანამშრომლობის შედეგად 2012 წლიდან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 600-ზე მეტი შშმ პირი იქნა დამხმარე მოწყობილობით უზრუნველყოფილი.

„ეტლების გადაცემის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების, ორგანიზაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ რეგიონალური წარმომადგენლები და უხცოელი დონორები ესწრებოდნენ.

გორის მუნიციპალიტეტის მერია წლებია თანამშრომლობს ორგანიზაციათან „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, რომლის ხელმძღვანელია მაია კვეზერელი.

ბენეფიციართა შორის არიან სხვადასხვა ასაკის ეტლით მოსარგებლე პირები, მათ შორის ბავშვებიც. დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებები.

ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შიდა ქართლის რეგიონთან 2012 წლიდან თანამშრომლობს. ამ დრომდე მუნიციპალიტეტების 400-მდე სპეციალური საჭიროების მქონე პირს 200 000 ლარის ღირებულების სავარძელ-ეტლები გადაეცა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა