გრიგოლ გეგელია - თეა წულუკიანი ჩვეულებრივი ბოლშევიკია - პრეზიდენტისთვის გენერალური ინსპექციის გაგზავნა პირდაპირი გამოძახილია იმ გაცხადების, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა

ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რა თქმა უნდა, იმუშავებს - ამას პრეცედენტული გავლენა ექნება. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ახლა მონად უდგას, თუკი მათ ნიუ-იორკში და პარიზში საშოპინგოდ სიარულს აუკრძალავ, იმ წუთში გამოეცლებიან და მთელი სისტემა ხუხულასავით ჩამოეშლება , - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით ევროპარლამენტში დარეგისტრირებული რეზოლუციები შეაფასა.

როგორც გრიგოლ გეგელია აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს სანქციების ეშინია.

„ივანიშვილის დასანქცირება, რომელსაც პრემიერ-მინისტრზე და მთელ სისტემაზე პირდაპირი და დადასტურებული გავლენა აქვს, რა თქმა უნდა, იმუშავებს. თუნდაც იმიტომ, რომ ამას პრეცედენტული გავლენა ექნება. ძალიან ბევრს ადამიანს, რომელიც ახლა მონად უდგას, თუკი აუკრძალავ ნიუ-იორკში და პარიზში სიარულს საშოპინგოდ, იმ წუთში გამოეცლებიან და ჩვენ ამას ვნახავთ, მთელი სისტემა ჩამოეშლება ხუხულასავით.

ივანიშვილს სანქციების ეშინია. ჩვენ გვახსოვს აბსოლუტური პარანოიული ისტერიკა, რომელიც ივანიშვილმა მიმალული რეჟიმის მიუხედავად, მთელი სისტემა გამოაქცია იმისათვის, რომ „კრედიტ სუისზე“ და კელი დეგნანზე თავდასხმები განეხორციელებინა, იმიტომ რომ, გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ის „კრედიტ სუისის“ საქმეს რატომღაც კელი დეგნანას აბრალებს. ეს რა თქმა უნდა, აბსურდულია, მაგრამ ის ასე უყურებს როგორც ჩანს. ის ძალიან შეშინდა სანქციებით. აღიქვა „კრედიტ სუისის“ ამბავი, როგორც პოლიტიკური დასავლეთის გამოძახილი და პასუხი მის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებებზე ამ ქვეყანაში - ქართული დემოკრატიის წინაშე, მართლმსაჯულების წინაშე, გეოპოლიტიკური სტაბილურობის წინაშე. ქურდს ქუდი ეწვისო. მან ხომ თვითონ იცის, რეებსაც ჩადის. ძალიან კარგად იცის და მე ვფიქრობ, არ არის სულელი ადამიანი ივანიშვილი, რომ არ იცოდეს, რას აკეთებს,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

როგორც „ლელოს“ წევრი აღნიშნავს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი, გარკვეულ გავლენას მოახდენს.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მისთვის სასჯელის გადავადება და ჰუმანიტარული ტრანსფერი უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, არ შეიძლება საქართველო მიხეილ სააკაშვილის საკითხს გადაყვეს.

„ეს საკითხი არც მთლიანად სააკაშვილზე დაიყვანება და არც სააკაშვილის გარეშე არსებობს. ჩვენ საერთო პოლიტიკურ სურათში ცუდად გვაქვს საქმე. კი შეიძლება რეფორმებს ადეკვატურად ვატარებთ, ან რაღაცებში იქაურ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას ვეწეოდეთ, მაგრამ პოლიტიკური მომენტის თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან ცუდი მოსწრება ვაჩვენეთ. სააკაშვილის საკითხი სწორედ ამ პოლიტიკურ ნაწილში რეგისტრირდება, ამიტომ ვამბობ, რომ მთლიანად არც მიშათი არ გადაწყდება საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მიშას საკითხის გარეშეც ნამდვილად არ გადაწყდება,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

მან ასევე მხატვრის, სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ბოლშევიკია.

თეა წულუკიანი არის ჩვეულებრივი ბოლშევიკი. ის არის სახელგანთქმული თავისი ბოლშევიკური ქცევებით. არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ უქნია. ის არის ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ ყველა და ყველაფერი თავის ეგოს, თავის პირად დამოკიდებულებებს, ირად მსჯავრს შესწიროს, როცა ეს ასე ჰგონია საჭირო. ჩვენ ვნახეთ, რომ მან მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტს სამინისტროს გენერალური ინსპექცია გაუგზავნა, რომელიც, რა თქმა უნდა, არის პირდაპირი გამოძახილი იმ განცხადებისა, რომელიც პრეზიდენტმა გუშინ გააკეთა. სხვათა შორის, პრეზიდენტმა ძალიან სწორი განცხადება გააკეთა, როდესაც ეს ყველაფერი შეაფასა როგორც სხვა ეპოქისმაგვარი, ზუსტად ბოლშევიკური ეპოქის მაგვარი“, - განაცხადა გეგელიამ.

შეგახსენებთ, კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით განთავსებული 5 ნამუშევრის უკან დაბრუნების მიზნით დღეს პრეზიდენტის სასახლეში იყო შესული. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ნახატს აქვს სხვადასხვა სახის დაზიანებაც, საუბარია 2-წლიან ხელშეკრულებაზე, რომელიც 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე იყო დადებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა