არსებული ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტში ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

არსებული ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხამისკურთან ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ქალია.

არსებული ინფორმაციით, მათ შორის დაპირისპირება თანხის გამო მოხდა.

გარდაცვლილის ცხედარი ადგილობრივმა გზის პირას ნახა და სამართალდამცავებს შეატყობინა.

,,ჩვენ არანაირი ხმაური არ გაგვიგია. შესაძლოა მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ვინც ნახა, ის ახლა პოლიციაშია გამოკითხვაზეა გადაყვანილი“, - აცხადებს ადგილობრივი.

ქალის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ხობის მუნიციპალიტეტში სოფელ ხამისკურთან 45 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით , გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა