ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი ბაზრობაზე რამდენიმე ობიექტს გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბაზრობაზე მყოფი მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ხანძარი ავტონაწილების მაღაზიებს გაუჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.
სამართალდამცავებს ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.