სალომე ზურაბიშვილი ნიკოს ქრისტოდულიდისს კვიპროსის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიკოს ქრისტოდულიდისს კვიპროსის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ორ ქვეყანას საერთო წარსული და ღირებულება აქვთ.

„ჩვენს ქვეყნებს, ევროპული ოჯახისაკენ (მიმავალი) საერთო წარსული და საერთო ღირებულება აქვთ. ველი თქვენთან ერთად მუშაობას, რათა ჩვენს ერებს შორის თანამშრომლობა და კავშირები უფრო ძლიერი და ღრმა გახდეს.

მადლობას ვუხდი ნიკოს ანასტასიადესს საქართველო-კვიპროსს შორის პარტნიორობის გაღრმავებისთვის გაწეული ძალისხმევისა და ჩვენს ევროპულ გზაზე საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის“, - წერს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

გიორგი გობრონიძე - ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო