მირდატ ქამადაძე - თუ პოლიტიკოსი ამომრჩეველს ღიად არ ესაუბრება, რა ინტერესები აქვს ქართულ პოლიტიკაში, მაშინ, რატომ არის პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებული? - არ მინდა, პარტიაში მმართველობის ამ ფორმამ დაისადგუროს

თუ პოლიტიკოსი საკუთარ ამომრჩეველს ღიად და საჯაროდ არ ესაუბრება, რა ინტერესები აქვს მას ქართულ პოლიტიკაში, მაშინ რატომ არის პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებული?!, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, მირდატ ქამადაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ „ფეიგინ LIVE“ -ის თვის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა

როგორც ქამადაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ღრმავდება ეჭვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანების ჯგუფს მხოლოდ გავლენები და ძალაუფლება აინტერესებდათ, რეალურად პასუხისმგებლობას არ იღებენ.

მისივე შეფასებით, ასეთ ვითარებაში „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ფორმირდება მიზიდულობის დიდი ცენტრად.

„ნაციონალური მოძრაობაში“ შიდა პარტიული საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ ვითხოვდით, რომ თუ ამ ქვეყანაში ვინმეს პოლიტიკური ინტერესი გააჩნია, ეს ადამიანები საჯაროდ უნდა ესაუბრონ თავიანთ ამომრჩევლებს. თუ პოლიტიკურ საკითხებზე ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს, ამ ადამიანებს ანგარიშვალდებულება უნდა ჰქონდეთ საკუთარი ამომრჩევლების წინაშე.

დღეს, ჩემი პარტიის წევრებს სხვადასხვა ეთერში ვუსმინე და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვანო მერაბიშვილს საჯარო პოლიტიკა არ აინტერესებს, ის არ აპირებს რამე თანამდებობაზე დაბრუნებას და, სწორედ ეს არის პრობლემა. „ქართული ოცნებაც“ ბოლო წლების განმავლობაში გვესაუბრება, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკა არ აინტერესებს, ის პოლიტიკიდან წავიდა, არ ერევა პროცესებში, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ მნიშვნელოვან პოლიტიკური გადაწყვეტილებებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იღებს, სწორედ ეს არ მინდა, რომ ჩვენ პარტიაში მმართველობის ამ ფორმამ დაისადგუროს.

თუ პოლიტიკოსი საკუთარ ამომრჩეველს ღიად და საჯაროდ არ ესაუბრება საკუთარ ამომრჩეველს, რა ინტერესები აქვს მას ქართულ პოლიტიკაში, მაშინ, რატომ არის პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებული?!

როდესაც პოლიტიკოსი კონკრეტული კანდიდატის გულშემატკივრობს, პროცესებში მონაწილეობს, რა ინტერესები აქვს მას? თუ თანამდებობა და საჯარო პოლიტიკა არ აინტერესებს, მაშინ რა აინტერესებს? ეჭვი უფრო ღრმავდება, რომ ადამიანების ჯგუფს ამ პარტიაში, მხოლოდ გავლენები და ძალაუფლება აინტერესებდათ, რეალურად პასუხისმგებლობას არ იღებენ“, - განაცხადა ქამადაძემ.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს სხვადასხვა რაიონში დაანონსებულ აქციებზე და აღნიშნა, რომ სკეპტიკურად არის განწყობილი, მაგრამ გულშემატკივრობს.

მისივე თქმით, პროცესები მხოლოდ პროცესებისთვის არ უნდა იყოს, არამედ შედეგზე ორიენტირებული.

„ახალი მენეჯმენტისგან რა პროცესებსაც ვადევნებთ თვალს, სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ამ აქციებში, როგორც რიგითი მოქალაქე და ამ პარტიის წევრი მონაწილეობას ვიღებ, რადგან ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანას ემსახურება, მონაწილეობას მივიღებთ. ამასთან, ეს პროცესები მხოლოდ პროცესებისთვის არ უნდა იყოს, არამედ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული.

როდესაც წინა საარჩევნო კამპანია დაიწყო, ეს კამპანია რეალურად აგებული იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ფორმულა ჰქონდათ, თურმე და ამისთვის მელია არაფერს აკეთებდა. მაშინ არ იცოდნენ, რომ იანვრის ბოლოს სიცივეებია?!“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ რით ხსნის საპროტესტო აქციის მონაწილეების სიმცირეს, ქამადაძემ აღნიშნა, რომ პარტიაში არაფორმალური გავლენები პროცესებს ხელს უშლის, რადგაბ ადამიანებს იმედი ეკარგებათ.

მისივე თმით, უნდა მოხდეს პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია კონკრეტული იდეის ირგვლივ.

„აქცენტს მხოლოდ ქუჩის აქციებზე არ უნდა ვაკეთებდეთ, ეს არ არის წარმატების ფორმულა. შედეგის მიღწევისთვის მთავარია ჩვენ ქვეყანაში პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია. ეს კონსოლიდაცია უნდა მოხდეს კონკრეტული იდეის ირგვლივ, ეს იდეა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ სათქმელი. ახალ მენეჯმენტში, რის გარშემო უნდა იყოს გაერთიანებული პროდასავლური საზოგადოება, არავინ არ ამბობს. ადამიანებს ვაძალებთ ამა თუ იმ პარტიის თუ პოლიტიკოსის სიყვარულს, ამის დაძალება შეუძლებელია“,- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა