აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლმა პრობლემები შექმნა

აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლებში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს. ადგილობრივები შიდა სასოფლო გზების გაწმენდას ითხოვენ.

მათივე ინფორმაციით, უხვმა ნალექმა ელექტროგადამცემი სადენებიც დააზიანა.

მოსახლეობა დახმარებისთვის ადგილობრივ მთავრობას მიმართავს.

თავის მხრივ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ოთხივე მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა.

„აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დილიდან განაახლა თოვლის საფარისაგან საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები, რაშიც ჩართულია დეპარტამენტის 75 ერთეული სპეც-ტექნიკა და ადამიანური რესურსი. ამ ეტაპზე იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები”, - განაცხადეს უწყებაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება