ალუდა ღუდუშაური - ევროპარლამენტის რეზოლუციები ავტორიტეტს და ძალას კარგავს - ივანიშვილს ებრძვიან, რადგან ხედავენ, რომ საკუთარი ქვეყნის და ხალხის გვერდით შეუპოვრად დგას

ევროპარლამენტის რეზოლუციები კარგავს ავტორიტეტს და ძალას - ივანიშვილს ებრძვიან, რადგან ხედავენ, რომ შეუპოვრად დგას საკუთარი ქვეყნის და ხალხის გვერდით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტში წარდგენილ რეზოლუციის 5 პროექტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

მისივე თქმით, რეზოლუცია ფაქტებს და რეალობას არის აცდენილი.

„რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ფაქტია, ეს რეზოლუციები კარგავს თავის ავტორიტეტს და ძალას, მისი შინაარსი სულ უფრო აცდენილია ფაქტებს და რეალობას. ჩვენ გვაქვს სასამართლო გადაწყვეტილება და ყოველგვარი სპეკულაციები სააკაშვილთან დაკავშირებით უადგილოა, პროცესი არის სამართლებრივ ჭრილში და როგორც ადვოკატები ამბობენ, აპირებენ გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. სრულიად აბსურდული ხდება ის კამპანია, რაც გაჩაღებულია ივანიშვილის წინააღმდეგ, ერთადერთი მიზანი არის ორკესტრირებული შეტევა ადამიანზე, რომელიც ქვეყნის და ხალხის სამსახურშია. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ყველა კარგად ხედავს, რატომ ებრძვიან ივანიშვილს, ხედავენ, რომ ის შეუპოვრად დგას საკუთარი ქვეყნის და ხალხის გვერდით და ასე გააგრძელებს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭს 15 თებერვალს უყრიან. შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ევროპარლამენტში რეზოლუციის ხუთი ტექსტია წარდგენილი, რომელთაგან ორში ბიძინა ივანიშვილის შესახებაც არის საუბარი. ერთი ტექსტის ავტორია „ევროპის სახალხო პარტია“, მეორის კი - „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი“.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე