ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში, მესამე ე.წ. ბუსტერ დოზა, გაკეთებული აქვს მხოლოდ 10%-ს, მეოთხე „ბუსტერ“ დოზით კი მხოლოდ 9400-მდე პირია აცრილი. როგორც ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
„საზოგადოებას მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებ. ვაქცინა ინფიცირების თავიდან აცილების და განსაკუთრებით დაავადების დამძიმების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი საშუალებაა. სამწუხაროდ, საქართველო იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც მოსახლეობის COVID ვაქცინაციით მოცვა დაბალია მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციისათვის ყველა პირობა იყო შექმნილი - ხარისხიანი ვაქცინები, ვაქცინაციის მრავალრიცხოვანი ცენტრები, კვალიფიციური მედპერსონალი, უფასო მომსახურება, ფართო ხელმისაწვდომობა და სხვ.
ამის მიუხედავად ვაქცინის ორი დოზით მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 45% არის აცრილი, რაც სრული მოსახლეობის 1/3-ს შეადგენს. განვითარებულ ქვეყნებში კი ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელი 60 - 80%-ზე მეტია. საქართველოში, მესამე ე.წ. ბუსტერ დოზა, გაკეთებული აქვს მხოლოდ 10%-ს, მეოთხე „ბუსტერ“ დოზით კი მხოლოდ 9400-მდე პირია აცრილი. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებლებია. საზოგადოებას მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებ. ვაქცინა ინფიცირების თავიდან აცილების და განსაკუთრებით დაავადების დამძიმების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი საშუალებაა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.