ბაზისბანკი შეღავათიანი აგრო კრედიტის თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩაერთო

ბაზისბანკი აქტიურად არის ჩართული შეღავათიანი აგრო კრედიტის სახელმწიფო პროგრამაში. ბოლო 10 წლის განმავლობაში, აგრო პროექტების მიმართულებით, ბანკის მიერ მრავალი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი დაფინანსდა.

თხილის ბიზნესში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სახელმწიფომ, მეთხილე ფერმერებისთვის ახალი პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც, საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, ფერმერს შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგრო კრედიტით. სახელმწიფოს მიერ სესხის თანადაფინანსება 8%-ით, 12 თვის ვადით ხორციელდება. სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში და მისი მოცულობა 1 ჰექტარზე 2000 ლარს შეადგენს.

შეღავათიანი აგრო კრედიტის მიზნობრიობას პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების და ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების ხარჯების დაფინანსება წარმოადგენს.

„ბაზისბანკი პირველივე დღიდან არის ჩართული პროგრამაში და აქტიურად ვახორციელებთ აგრო პროექტების დაფინანსებას. მომავალშიც მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის და აგრო ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია თხილის მაღალხარისხიანი მოსავლის მიღება, რადგან ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს. ამ სექტორში შექმნილ გამოწვევებთან გამკლავება ავტომატურად გამოიწვევს ხარისხის გაუმჯობესებასა და პროდუქციის სარეალიზაციო ფასის ზრდას“, - აღნიშნა ბაზისბანკის აგრო ბიზნესის მიმართულების უფროსმა, შმაგი ბრეგაძემ.

(R)

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები