მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეორგოლზე - ვინც ეს დაამზადა, ფილმი „მონანიება“ ნანახი არ აქვს, ან თუ ნანახი აქვს, ვერ გაუგია და პარალელებშია აცდენილი

ვინც ვიდეორგოლი დაამზადა, „მონანიება“ ნანახი არ აქვს, ან თუ ნანახი აქვს, ვერ გაუგია და პარალელებშია აცდენილი - სამარცხვინოდ გამოიყურება მცდელობები, როცა ტრივიალური, მიმდინარე საკითხები ვინმემ შეიძლება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გახადოს (მონათლოს), - ასე აფასებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, პრეზიდენტის „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე დადებულ ვიდეორგოლს, რომელიც ორბელიანების სასახლეში კულტურის სამინისტროს გენინსპექციის შესვლას ეხმიანება.

მისივე შეფასებით, „აცა-ბაცა ხაზების პარალელებად წარმოჩენას ცდილობენ".

„მე არ მგონია, რომ ეს გააკეთა თვითონ პრეზიდენტმა, მაგრამ ვინც ეს დაამზადა, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მას, დიდი ალბათობით, ეს ფილმი ნანახი არ აქვს, ან თუ ნანახი აქვს, მისთვის კიდევ უარესი, რადგან ვერ გაუგია, პარალელებშია აცდენილი. ვინც ასეთ პარალელებს აკეთებს, ან ნანახი არ აქვს ან გაგებული ამ ფილმის არსი. თუმცა, ეს სხვათა შორის, არ ამცირებს უკმაყოფილების მიზეზს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ან პრეზიდენტის მიმართ, ვინც ასეთი ვიდეორგოლი დადო როგორც გამოხმაურება ამ საკითხზე მაშინ, როცა თვითონ აქვს დაშვებული უხეში შეცდომები. არ ვიცი, ალბათ ხვალ წითელი ფერი რომ გადაკვეთოს შუქნიშანზე და ვინმემ დააჯარიმოს, ალბათ გაჩნდება პრეტენზია, რომ ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური ზეწოლა. შეიძლება ასე ფიქრობენ ადამიანები.

ალბათ პრეზიდენტმა არ მიაქცია ყურადღება, ასე რბილად სჯობს ვთქვათ, მაგრამ სიღრმეში რომ ჩავყვეთ, ამ აცა- ბაცა ხაზების პარალელებად წარმოჩენას ცდილობენ, პერსონაჟები გაიხსენეთ და მიხვდებით რაზეა საუბარი,"- განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება გენინსპექციის შესვლას ორბელიანების სასახლეში, სარჯველაძის შეფასებით, "სამარცხვინოდ გამოიყურება მცდელობები, როცა ტრივიალური, მიმდინარე საკითხები ვინმემ შეიძლება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გახადოს ან ვინმეს სურვილი აქვს, რომ მიიღოს კანონით დაუშვებელი პრივილეგიები".

სარჯველაძე აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ ებმება კუდები ამ საკითხს.

"რიტორიკული კითხვა უნდა დავსვათ: აქვს თუ არა ვინმეს უფლება მუზეუმის კუთვნილი ნივთები გაიტანოს და განსაზღვრული ვადის შემდეგ არ დააბრუნოს. რა აძლევს უფლებას ვინმეს, პრეტენზია გამოხატოს, რომელსაც უდავოდ აქვს სამართალდარღვევა, გადაცდომა, არ აქვს მნიშვნელობა მძიმეა თუ არაა მძიმე, მაგრამ ფაქტია, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს,"- განაცხადა სარჯველაძემ.

„No comment“ - ამ წარწერით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელიც კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლების მიერ ორბელიანების სასახლიდან 5 ნამუშევრის წაღებას ეძღვნებოდა. ვიდეორგოლში არის კადრები ფილმიდან „მონანიება“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა