ირაკლი ქადაგიშვილი - თურმე, კეზერაშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი არიან დემოკრატიის მამები და ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკასთან შეხებაში არ არის, უნდა იყოს დასანქცირებული - ეს პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითია

თურმე, კეზერაშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი არიან დემოკრატიის მამები და ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკასთან შეხებაში არ არის, უნდა იყოს დასანქცირებული - ეს არის პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს.

მისივე თქმით, ჩანს, რომ ხშირ შემთხვევაში კორუფციული პოლიტიკა უფრო წინ არის წამოწეული, ვიდრე რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით სიტუაციის ანალიზი.

„როგორც აღმოჩნდა, კორუფცია საკმაოდ ფესვგადგმულია ევროპარლამენტში. მიხეილ სააკაშვილზე ვენდეტა როგორ არის, როცა ადამიანს მისჯილი აქვს კანონიერად და სასჯელს ყოველმხრივ საუკეთესო პირობებში იხდის. მეორე მხარეა ის, რომ მას აქვს სიმულაციების პოლიტიკა, რათა სასჯელს თავი აარიდოს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭს 15 თებერვალს უყრიან. შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ევროპარლამენტში რეზოლუციის ხუთი ტექსტია წარდგენილი, რომელთაგან ორში ბიძინა ივანიშვილის შესახებაც არის საუბარი. ერთი ტექსტის ავტორია „ევროპის სახალხო პარტია“ , მეორის კი - „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა