ამბროლაურში, სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის, მინი ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის სტადიონები და ფრენბურთისთვის ქვიშის მოედანი მოეწყო

ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის, მინი ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის სტადიონები და ფრენბურთისთვის ქვიშის მოედანი მოეწყო. ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპორტული ობიექტი მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან- ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან-ასლან საგანელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 905 555 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ოთხი სხვადასხვა დანიშნულების სპორტული მოედნის მოწყობის გარდა, განხორციელდა შიდა პერიმეტრზე ბეტონის საფარის ბილიკების დაგება, ტერიტორიის შემოღობვა, განათებების დამონტაჟება და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით რეგიონში ბევრი მასშტაბური პროექტი განხორციელდა და კვლავ გრძელდება, რაც მიმართულია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის სხვადასხვა სახეობის ხელშეწყობისთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი