ქუთაისის მერი იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც მერის სტიპენდიები მოიპოვეს

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც მერის სტიპენდიები მოიპოვეს. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლილე ქუთელია, ზაური ბოკელავაძე, ანა ხიხაძე, ანი სანიკიძე, მარიამ ჩარქსელიანი და მარი იონანიძე ქუთაისის 3 უნივერსიტეტის გამორჩეული სტუდენტები არიან და ყოველთვიურად იღებენ მერის სტიპენდიას.

„ყოველწლიურად რამდენიმე წარჩინებულ სტუდენტს ვუნიშნავთ სტიპენდიას. ეს ამ ახალგაზრდების შრომის დაფასება და წახალისებაა, რაც სტიმული უნდა იყოს სხვებისთვისაც. დღეს ქუთაისის სამივე უნივერსიტეტის იმ 6 სტუდენტს შევხვდით, რომლებმაც მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენი სტიპენდია მოიპოვეს.

ახალგაზრდებთან საინტერესო საუბარი გვქონდა. მჯერა, ისინი თავიანთი ცოდნითა და განათლებით ქუთაისის განვითარებას ხელს შეუწყობენ",- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა