საგარეო უწყება - საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებულ თანამშრომლობის აქტში აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვანი წევრობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის სლოვაკეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის ოქმს ხელი მოეწერა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, რასტისლავ კაჩერმა მოაწერეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი მიზნად ორი ქვეყნის საგარეო უწყებებსა და საელჩოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს და ევროინტეგრაციის გზაზე სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს ქმედით დახმარებას ადასტურებს.

„დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს სტრატეგიული მიზნებისა - გახდეს ევროპისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი. ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული სლოვაკეთის საგარეო უწყების მზადყოფნა ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს რეფორმების მხარდაჭერისა და წახალისების ხელშესაწყობად, მათ შორის, საკანონმდებლო და სექტორული დაახლოების გზაზე სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების კუთხით.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია სლოვაკეთის დახმარება ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორებიცაა: საქართველოს თანმიმდევრული ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე; თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო გეგმის ეფექტიანი რეალიზაცია; დაკავშირებულობის გაძლიერება; აგრეთვე თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში.

დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ხელშეწყობასა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერაზე. მხარეებს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის ოქმი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ხელმოწერას წინ უძღოდა საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა. თანამშრომლობის აღნიშნულმა ოქმმა ქვეყნებს შორის 2000 წელს ხელმოწერილი თანამშრომლობის დოკუმენტი ჩაანაცვლა. ოქმის მიხედვით, მხარეები რეგულარულ კონსულტაციებს გამართავენ, რომლის ფარგლებშიც ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნება საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა