საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, რასტისლავ კაჩერს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი, ისე გლობალური საერთაშორისო გარემო და რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლას, რაც ხელს უწყობს კავშირების გამყარებას.

შეხვედრაზე აღინიშნა სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი და ხაზი გაესვა ამ გზაზე საქართველოს პროგრესის სათანადოდ ასახვის მნიშვნელობას. ამ ჭრილში, საუბარი წარიმართა სლოვაკეთის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე, მათ შორის სლოვაკეთის ექსპერტულ და ანალიტიკურ წრეებთან მჭიდრო კოორდინაციაზე. ორი ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობის განვითარებაზე მსჯელობისას, მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროზე, ამ მხრივ არსებულ დიდ პოტენციალზე და გამოთქვეს მზადყოფნა, მიმართონ ძალისხმევა ორი ქვეყნის ბიზნესწრეების დასაახლოებლად. ასევე აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი ევროპისთვის განახლებადი ენერგორესურსების მიწოდებისა და ალტერნატიული ენერგომარშრუტების ამოქმედების თვალსაზრისით. რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სლოვაკეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საერთო ჯამში, შეხვედრაზე მკაფიოდ გამოიკვეთა ორი ქვეყნის მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში.

შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის ოქმს, რაც ითვალისწინებს საქართველოს და სლოვაკეთის საგარეო უწყებების მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. დოკუმენტით აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მხარდაჭერილია ქვეყნის მიზანი - გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა