ნორვეგიის დაზვერვა - ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთმა ბალტიის ზღვაში ტაქტიკური ბირთვული იარაღით გემების განლაგება დაიწყო

30 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთმა ბალტიის ზღვაში ტაქტიკური ბირთვული იარაღით შეიარაღებული გემების განლაგება დაიწყო. ამის შესახებ ნორვეგიის დაზვერვის სამსახურმა ყოველწლიურ ანგარიშში განაცხადა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

„ატომური პოტენციალის ძირითადი ნაწილი განლაგებულია რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ფლოტის წყალქვეშა ნავებზე და წყალზედა გემებზე", - აღნიშნავს ნორვეგიის დაზვერვა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ ფლოტის ხომალდები, ცივი ომის დროს, რეგულარულად გადიოდნენ ზღვაში ბირთვული იარაღით, მაგრამ თანამედროვე რუსეთის ფედერაციამ ეს პირველად გააკეთა.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ასევე აქვს წყალქვეშა ნავები, ანტისატელიტური იარაღი და კიბერ შესაძლებლობები, რომლებიც შეიძლება დაემუქროს ნორვეგიას და ნატოს, ტაქტიკური ბირთვული იარაღი წარმოადგენს „განსაკუთრებით მნიშვნელოვან საფრთხეს რამდენიმე ოპერაციულ სცენარში, რომლებშიც შესაძლოა ნატოს ქვეყნები იყვნენ ჩართული" , - აღნიშნულია მოხსენებაში.

ნორვეგიის დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, ადგილობრივი ომის ესკალაცია უფრო ფართო კონფლიქტში გადაიზარდოს, შეერთებული შტატების, ნატოს და ნორვეგიის მონაწილეობით.

სააგენტოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი შეინარჩუნებს, მოდერნიზაციას და განავითარებს თავის ბირთვულ არსენალს, უახლოეს წლებში რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ