ზუგდიდში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ზუგდიდში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.

შემთხვევის შედეგად , 70 წლამდე ქალი მძიმედ დაშავდა .

თვითმხილველთა ინფორმაციით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.