საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.
დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანია.
შეჯახების დროს დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

























