სწორად დაბანდებული ინვესტიცია - რჩევები უძრავი ქონების ყიდვა-გაქირავებით დაინტერესებულ პირებს

ინვესტიციის სწორად და უსაფრთხოდ დაბანდებას შესაბამისი გათვლები და როგორც მინიმუმ, სანდო კომპანიების შერჩევა სჭირდება. ამასთან, არავისთვისაა უცხო, რომ დღეს გარანტირებული შემოსავლის მისაღებად უძრავი ქონება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება.

არ აქვს მნიშვნელობა, დანაზოგით ყიდულობ ბინას, სესხით თუ შიდა განვადებით, გაქირავებაზე ორიენტირის აღება, საქმისთვის უკვე კარგი დასაწყისია. უძრავი ქონების კრედიტით შეძენის შემთხვევაშიც კი კარგ კომპანიასთან თანამშრომლობით ჩადებული ფინანსების უკან მიღება და შემდეგ უკვე მოგებაზე გასვლა, გარანტირებულია.

იმისთვის, რომ შესაბამის დროს, სწორ ადგილას მოხვდეთ და რაც მთავარია, მიხვდეთ, როგორ აქციოთ თქვენი ინვესტიცია შემოსავლის წყაროდ, რამდენიმე რჩევას მოგცემთ.

ფულის დასაბანდბლად შეარჩიეთ სანდო და თქვენს დახმარებაზე ორიენტირებული კომპანია

ამ მხრივ, ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია „ტოპლაინ ქონსთრაქშენი“, რომლის უპირატესობებშიც მარტივად დარწმუნდებით მას შემდეგ, რაც მის მიერ შეთავაზებულ პირობებს გაეცნობით: თქვენზე მორგებული გადახდის პირობები, როგორც საბანკო, ისე შიდა განვადება და რაც ყველაზე მთავარია, გაქირავების სერვისი. „ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს ითანამშრომლონ ფრანგულ კომპანიასთან გაქირავების კუთხით და შემოსავალი არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული ბაზრებიდან მიიღონ.

სწორად შერჩეული ადგილი

იმისთვის, რომ თქვენი ბინის ქირაობით ბევრი ადამიანი დაინტერესდეს, საჭიროა შეარჩიოთ ტურისტული რეგიონი, მზარდი ვიზიტორების რაოდენობით და განვითარებული ინფრასტრუქტურით. ამასთან, თუ კურორტი მთისა და ზღვისპირა ზონებს აერთიანებს, უკონკურენტო უპირატესობაა.

„ტოპლაინ ქონსთრაქშენის“ სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი FIDELIO სწორედ ასეთ რეგიონში, გურიაში, კერძოდ შეკვეთილშია. პროექტის აპარტამენტები ზღვიდან 150 მეტრში, ტყის კორომში მდებარეობს.

ადგილის თვალსაზრისით ყველა პირობა არის შექმნილი საიმისოდ, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე დასვენება წელიწადის ოთხივე სეზონზე იყოს სასურველი. ამას მოწმობს, რეგიონში ტურისტების რაოდენობა, რაც წლიდან წლამდე იზრდება.

დასრულებული აპარტამენტი

თუ ბინის მოსაწყობად არ გაქვთ დრო და შესაბამისი რესურსი, ჩათვალეთ ესეც მოგვარებულია. „ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ მომხმარებლებს ენერგოეფექტურ, კეთილმოწყობილ აპარტამენტებს რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით აბარებს.

სწორ დროს დაბანდებული ინვესტიცია

ცალსახაა, რომ უძრავი ქონება სულ უფრო ძვირდება. ამას შესაბამისი სტატისტიკაც მოწმობს. ამასთან, კვლევითი ორგანიზაციები და დარგის სპეციალისტები გაზაფხულზე წლიურად უძრავი ქონების ფასის 20-დან 30%-მდე ზრდას ვარაუდობენ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პერიოდი უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის ყველაზე ხელსაყრელია. მათი თქმით, გაზაფხულამდე სანდო კომპანიებში ბინების შეძენა საუკეთესო კაპიტალდაბანდება იქნება, რომელიც სამომავლოდ შემოსავლის წყაროდ იქცევა.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს