„საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით, წიგნი „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“ დაიბეჭდა

„საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით, წიგნი „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“ დაიბეჭდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოება ივერიისა“ ავრცელებს.

„საზოგადოება ივერიისას“ ცნობით, უნდა დავიწყოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მოვლა და გაცნობიერება.

„საზოგადოება ივერიისა“, რომელიც 2010 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა, ემსახურება ეროვნული ფასეულობების წარმოჩენას, გაცნობიერებასა და საზოგადოებაში მათ კომუნიკაციას. „საზოგადოება ივერიისამ“ საქმიანობა დაიწყო მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე ტაძრის მშენებლობაში საზოგადოების გაერთიანებით. პროექტისთვის შემოწირულება გაიღო 100,000-ზე მეტმა ადამიანმა. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი ამოქმედდა 2019 წლის მაისში.

მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის პროექტის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობას.

„საზოგადოება ივერიისა“ მიიჩნევს, რომ ამ ახალი ცენტრის მშენებლობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია, რომ უკვე დღეს, დავიწყოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მოვლა და გაცნობიერება. კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს საქართველოს იმ უმთავრეს საგანძურს, რომელიც საუკეთესოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებსა და თვითმყოფადობას. ამ პროცესის ნაწილია ჩვენი მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და მისი გააზრების მნიშვნელობის შესახებ „საზოგადოება ივერიისას“ მიერ დაწყებული ახალი საზოგადოებრივი კამპანია. ნაშრომი „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“, რომელიც „საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით დაიბეჭდა, ამ მიზანს ემსახურება.

ნაშრომის ავტორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ნანა ბურჭულაძე. წიგნი ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს.

წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომია, მისი მობილური და ვებ ვერსიები შეგიძლიათ ნახოთ „საზოგადოება ივერიისას“ ვებ გვერდზე www.iveriisa.ge , ჩამოტვირთოთ და გაეცნოთ.

„საზოგადოება ივერიისა“ ითანამშრომლებს ყველა იმ სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან და მხარს დაუჭერს ყველა იმ წამოწყებას, რომელიც ეროვნული მემკვიდრეობის, კულტურის კვლევასა და წარმოჩენას ემსახურება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის