აჭარის მაღალმთიან სოფლებში ცენტრთან დამაკავშირებელი გზები თოვლისგან იწმინდება

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიან სოფლებში ცენტრთან დამაკავშირებელი გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება.

მათივე ცნობით, შიდა სასოფლო გზებიც ეტაპობრივად გაიწმინდება.

„ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე თოვლის საფარისაგან გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა და ადამიანური რესურსი. პირველ რიგში, ეტაპობრივად გაიწმინდება ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები, რომლის დასრულების შემდეგ დაიწყება შიდა სასოფლო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები”,- განაცხადეს უწყებაში.

ცნობისთვის, უხვმა ნალექმა აჭარის მაღალმთიან სოფლებში პრობლემები შექმნა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა