„აღმოაჩინე გორი“ - დაუვიწყარი თავგადასავალი ყოველ ნაბიჯზე

რა არის გორში სანახავი?! ამ კითხვის პასუხად, ქალაქში ჩასულ ვიზიტორებს, დღეიდან უკვე შესაძლებლობა აქვთ გორისა და რეგიონის მდიდარიწარსულის, კულტურის, სპორტის და ყველასგან მივიწყებული საკულტო ამბებისალტერნატიული ტური მოიწყონ. პროექტმა „აღმოაჩინე გორი“ ქალაქის კულტურული იდენტობის უკეთ წარმოსაჩენად, გორში არსებული ისეთი საინტერესო ლოკაციები დაპერსონალები გააცოცხლა, რომლებიც ხაზს უსვამენ ქალაქის მნიშვნელობას ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ განვითარებაში. ახალი მიმართულებების გაცნობის შესაძლებლობა 14 თებერვალს ისტორიკოსებს, გიდებს, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისწარმომადგენლებს ქალაქის ალტერნატიული ტურის ფარგლებში მიეცათ.

გორის ისტორია არაერთ მნიშვნელოვან მოვლენასა თუ გამორჩეულ პიროვნებას იტევს.გორის სინაგოგა თუ კერამიკის სახელოსნო, ვაჟა-ფშაველას ცხოვრება თუ მამარდაშვილის ბიოგრაფია, სწორედ ამ ისტორიულ და მივიწყებულ ლოკაციებსა და სახლ-მუზეუმებთან: აღიმართა საინფორმაციო დაფები, რომელებიც ქალაქის მივიწყებულ ისტორიებს ჰყვებიან, შეიქმნა „იდენტობის რუკა“ და ვებ-გვერდი www.gorimaps.ge სადაც, რეგიონის შესახებ საინტერესო ფოტო-ვიდეო მასალასა და საარქივო დოკუმენტია ატვირთული.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა დადეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელის, ანტონ ვაჭარაძის განცხადებით, გორში ალტერნატიული მარშრუტების განვითარება ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ტურისტული პოტენციალის, ასევე მისი შემოსავლების ზრდას.

„პროექტს ორი მიზანი აქვს: პირველი, ვაჩვენოთ ტურისტებს, რომ გორს ძალიან ბევრი აქვსმოსაყოლი და, მეორე, ამ გზით გავზარდოთ გორის ტურისტული პოტენციალი, როგორცშიდა, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის” - აცხადებს ის.

ტურის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს: გორის ღვთისმშობლის ტაძარი, კერამიკის სახელოსნო, ეთნოგრაფიული მუზეუმი და სხვა. ტურის მონაწილე გიდი, ნუცაცქიმანაურის ფიქრობს, რომ ალტერნატიული ტურისტული მარშრუტები ხელს შეუწყობენ ქალაქი შესახებ ცნობიერების გაზრდას.

„ძალიან ხშირად როცა ტურისტები გორში ჩამოგვყავს, მათი ერთადერთი ამოცანაა ნახონსტალინის მუზეუმი, თუმცა გორს აქვს გაცილებით დიდი პოტენციალი. გორი იდეალური ადგილია, შიდა შემეცნებითი ტურებისთვისაც. ვფიქრობ, ამ მხრივ ყველაზე მაღალი ინტერესი ექნებათ ბავშვებს და მათ პედაგოგებს, რომლებსაც შეეძლებათ გაეცნონ ქალაქის საინტერესო წარსულს. ჩვენ უკვე გვაქვს თბილისის საფეხმავლო ტური ბავშვებისთვის დავფიქრობთ, გორიც დავამატოთ ჩვენს მიმართულებებს“, - ამბობს ცქიმანაური.

ტურის ფარგლებში, სტუმრებს გადაეცათ ქალაქის განახლებული რუკა, რომელზეც ყველა ახალი ლოკაციაა დატანილი. ქალაქზე ალტერნატიული ისტორიების მოძიება კი შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.gorimaps.ge.პროექტი, „აღმოაჩინე გორი“, განახორციელა IDFI-მ, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიასთან, გორის ფოტოგრაფთა კლუბთან და გორის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით.

პროექტი ფინანსურად უზრუნველყო USAID-მა, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ინფორმაციის სანდოობის პროგრამის ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ:

Zinc Network: ნინო თოფურიძე - კომინიკაციების მენეჯერი: 599 468 999, nino.topuridze@zincnetwork.com

IDFI: მაგდა გუგავა - კომუნიკაციების მენეჯერი: 599 42 02 06, m.gugava@idfi.ge

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა