ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პროექტის „აღმოაჩინე გორის“ პრეზენტაციას დაესწრო

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პროექტის „აღმოაჩინე გორის“ პრეზენტაციას დაესწრო.

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტი „აღმოაჩინე გორი“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, USAID-ისა და Zinc Network-ის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

უწყების ცნობით, ინიციატივა მიზნად ისახავს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის გორის მრავალსაუკონოვანი, მაგრამ მივიწყებული ისტორიის, ადგილობრივი ტრადიციების, გორში მცხოვრები და მოღვაწე გამოჩენილი ადამიანების გაცნობას.

„ამ პროექტის ფარგლებში, გორის ქუჩებსა და სკვერებში უკვე დაიდგა ათი საინფორმაციო დაფა, რომელზეც წარმოდგენილია საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტები გორის შესახებ. დაფებზე ასევე დატანილია QR კოდებიც, რომელთა დახმარებითაც მოსახლეობას შეუძლია ასევე ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილ ვებ-გვერდზე ( www.gorimaps.ge) გადასვლა და მეტი ინფორმაციის მიღება.

ღონისძიება პროექტის პრეზენტაციის ფორმატი (Ted Talk) და ღონისძიების წამყვანი (ნიკო ნერგაძე) დამსწრე საზოგადოებას საშუალებას მისცემს უფრო მეტი გაიგოს ქალაქის ისტორიის, ტურისტული პოტენციალის, და, რა თქმა უნდა, უშუალოდ, ამ პროექტის შესახებ. ღონისძიება დასრულდება გორის ქალთა კამერული გუნდის მინი - კონცერტით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა