ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია, ასოცირებული პროფესორი დარეჯან ჯაში, ასისტენტ პროფესორი ლია დავითაძე და მოწვეული ლექტორი მამუკა თურმანიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებიან.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ტეხასის და ოჰაიოს შტატებში აგრარულ ექსტენციაში ჩართულ სხვადასხვა ინსტიტუციების ხელმძღვანელებთან. მათ შორის, ტეხასის შტატის ექსტენციის ცენტრის ჰიუსტონის წარმომადგენლობასთან; Prairie View A&M უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან; ოჰაიოს შტატის ექსტენციის ოფისთან; Сentral State უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, მენეჯმენტთან და აკადემიურ პერსონალთან; ტეხასის და ოჰაიოს შტატის იმ სკოლებთან, რომლებიც აგრარულ ექსტენციაში არიან ჩართულები.

„ვიზიტის მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრარული ექსტენციის სერვისების გაუმჯობესება და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დახმარებით დაგეგმილია ბსუ-ის ბაზაზე „აგრო კლინიკის“ ჩამოყალიბება, რომელმაც აგრარულ ექსტენციაში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაში დელეგაციის წევრებთან ერთად, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ვიზიტის მიზნები და ამ ეტაპზე მიღწეული შედეგები.

პროექტი მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მომავლის ფერმერი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით.

საქართველოს მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, მინისტრის მოადგილე უჩა სურმანიძე და სამინისტროს თანამშრომლები, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლები: დემნა ძირკვაძე და გოჩა შაინიძე; მომავლის ფერმერის თავმჯდომარე და პროექტის მენეჯერი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას