შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ასამბლეაში მოქმედ საქართველო-კორეის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და კორეას შორის მეგობრულ კავშირებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-კორეის ორმხრივ ურთიერთობაზე. დადებითად შეფასდა საპარლამენტო დონეზე მზარდი თანამშრომლობა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნენსკრა ჰესის პროექტის შესახებ. აღინიშნა, რომ ამ პროექტის წარმატებით განხორციელება დიდ წვლილს შეიტანს საქართველო-კორეის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაში, რაც ასევე, გაზრდის საქართველოსადმი კორეული კომპანიების მხრიდან ინტერესს და ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პროცესს.

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა კორეის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის წარმატებულ ვიზიტზე, აგრეთვე, მადლიერება გამოხატა კორეის მხრიდან საქართველოს პარლამენტის სტამბისთვის თანამედროვე აღჭურვილობის უზრუნველყოფისთვის.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა