„ლელოს“ ლიდერები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

პარტია „ლელოს" ლიდერები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე პარტიის ლიდერები: ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი და გრიგოლ გეგელია წარმოადგენენ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების შუალედურ შეფასებას და დიპლომატიურ კორპუსთან განიხილავენ საკუთარ ხედვას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

"ლელოსთვის" ახლა პრიორიტეტულია, საქართველომ ეს უნიკალური შანსი არ დაკარგოს და შემოდგომაზე, როდესაც განხილული იქნება საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის თემა, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ეს არის ჩვენი ამოცანა. ამას ეძღვნება დღევანდელი შეხვედრაც, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გავაცნოთ ის, თუ რა გააკეთა "ლელომ" 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით, რა გეგმები გვაქვს და სად ვხედავთ პრობლემებს. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები არის დარჩენილი, რომელიც მოითხოვს გადაჭრას. ამ ყველაფრის ნებას დღეს მმართველ ძალაში ვერ ვხედავთ",-განაცხადა პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა