რუსთავში ცენტრალური ქუჩების პარალელურად, შიდასაუბნო სივრცეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში, შიდასაუბნო სივრცეების კეთილმოწყობის და ახალი რეკრეაციების შექმნის მიზნით დაწყებული პროექტები გრძელდება.

რუსთავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჭყონდიდელის დასახლებაში, ჩეხოვის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 1570 კვადრატულ მეტრ ფართობზე, მწვანე კუნძულები, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედანი და ფანჩატურები კეთდება. ახალი რეკრეაცია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩეხოვის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

„რუსთავში ვაგრძელებთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, შიდა საუბნო სივრცეების მოწყობაც აქტიურად მიმდინარეობს. ჩეხოვის ქუჩაზე 1600-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე, ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ეს ტერიტორია ფაქტობრივად უფუნქციო იყო, ჩვენ მოსახლეობასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ აქ ახალი ღია საზოგადოებრივი სივრცე შეგვექმნა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ამ უბნის მოსახლეობას, როგორც სპორტული მოედანი, ასევე საბავშვო-გასართობი და კომფორტული დასასვენებელი სივრცეც ექნება “, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ზურაბ ტაბაღუამ განაცხადა, ახალი რეკრეაციის მოწყობის სამუშაოები, ჩეხოვის ქუჩაზე აპრილის ბოლოს დასრულდება.

„ჩვენ ძალიან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან და ამ სკვერის მოწყობის სამუშაოებიც სწორედ მათთან შეთანხმებით დაიგეგმა. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური ქუჩების პარალელურად ქალაქის შიდა უბნებშიც მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა. სულ მალე, ჭყონდიდელის დასახლების ამ უბანს, კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე შეემატება“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ზურაბ ტაბაღუამ.

ამ ეტაპზე, ახალ სკვერში დეკორატიული ღობის, მწვანე ზონებისა და ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების და განათების სისტემის მონტაჟი.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის