ბადრი ჯაფარიძე - ევროპარლამენტის მიერ კრიტიკული რეზოლუციის მიღება ძალიან ცუდი და დამაზიანებელია ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის

ძალიან ცუდი და დამაზიანებელია ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის, როცა კრიტიკული რეზოლუცია მიიღება ევროპარლამენტის მიერ, - ასე შეაფასა „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დღეს დაგეგმილი დებატები და რეზოლუციების კენჭისყრა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპარლამენტარების კრიტიკის ნაცვლად, ხელისუფლება მათთან უნდა მუშაობდეს.

„განცხადებები, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, არის არასერიოზულობის კიდევ ერთი გამოვლინება. ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს ევროპარლამენტის რეზოლუციები, ამიტომ, სამწუხაროა, რომ კვლავ ვხედავთ ასეთი ტიპის კრიტიკულ რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს. ევროპარლამენტის წევრების ლანძღვა-გინების ნაცვლად, აუცილებელია მათთან კომუნიკაცია, ერთად განხილვა იმ პრობლემების, რომელიც ასეთი რეზოლუციის მიღებას იწვევს და პრობლემების აღმოფხვრა. შემდგომ ეს გაგვიხსნის კარს და უფრო მეტ მხარდაჭერას მივიღებთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან. შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ევროპარლამენტში რეზოლუციის ხუთი ტექსტია წარდგენილი, რომელთაგან ორში ბიძინა ივანიშვილის შესახებაც არის საუბარი. ერთი ტექსტის ავტორია „ევროპის სახალხო პარტია“, მეორესი კი - „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა