„თავისუფლება მიშას“ ამ მოწოდებით ქედაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს

„თავისუფლება მიშას“ ამ მოწოდებით ქედაში მერიის შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს.

შეკრებილების განცხადებით, საპროტესტო აქციას ყველა მუნიციპალიტეტში მთავარი მოთხოვნით გამართავენ.

მათივე თქმით, მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნება“ ვლადიმერ პუტინის დავალებით საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში კლავს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტების შემდეგ მასშტაბური აქცია თბილისში უნდა გამართონ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა