ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ ცოტანი კი არა, ყველაზე ვაჟკაცები, მაგრები, მამაცები, პატრიოტები და მებრძოლები ვართ - ეს ბრძოლა შედეგს გამოიღებს

„თავისუფლება მიშას“ - ამ მოწოდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია სენაკშიც გაიმართა. ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდაჭერები მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. მათი თქმით, მესამე პრეზიდენტის თავისუფლება ქვეყნის თავისუფლებას ნიშნავს.

,,რუსული ოცნება“ მუდმივად ამბობს, რომ აი, ესენი ცოტანი არიან, იმას კი არ ამბობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ს წარმოვადგენთ. ვისაც უნდა ევროკავშირში, ვისაც არ უნდა ამ ქვეყნის გარუსება, ემიგრაციაში გაქცევა, ვისაც არ უნდა გაჭირვება, საყდრისის აფეთქება, გელათის განადგურება, ჩვენი შვილების რუსული მომავალი, ამას კი არ ამბობენ. ჩვენ ცოტანი კი არა, ყველაზე ვაჟკაცები, მაგრები, მამაცები, პატრიოტები და მებრძოლები ვართ. საბოლოო ჯამში ეს ბრძოლა გამოიღებს შედეგს“, - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ვიდრე შედეგს არ მიაღწევენ, მსგავსი პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა