ბათუმის მერმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ოფიციალურად წარადგინა

ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ეროვნულ დონეზე დეცენტრალიზაციის მხარდაჭერის კომპონენტის დირექტორ მარიამ გორგაძესთან ერთად, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ბათუმში ოფიციალურად წარადგინა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შეხვედრა ონლაინ ფორმატში USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა, კევინ მაკლოკლინმა გახსნა.

„USAID-ის მხარდაჭერით დავიწყეთ ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის შემუშავება, რომლის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ეკოსისტემაში ანგარიშვალდებულების გაძლიერება, საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება და საჯარო ადმინისტრირების რეფორმის განხორციელება. პროგრამა მოგვცემს შესაძლებლობას, უფრო მეტად ეფექტური გავხადოთ მუნიციპალიტეტის საქმიანობა და გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ როგორც არსებული, ასევე ახალი სერვისები. აღნიშნული რეფორმები მნიშვნელოვნად აისახება თითოეულ ბათუმელზე. აღსანიშნავია, რომ პროგრამა დაეხმარება ბათუმის მუნიციპალიტეტს კერძო სექტორის დაინტერესებასა და ინვესტიციების მოზიდვაში, რაც პოზიტიურად აისახება ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლების ზრდაზე.

ახალი, 5 წლიანი პროგრამა, რომლის საერთო ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია, ხელს შეუწყოს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას”, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, ბათუმის მერიაში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

დღეს გამართულ შეხვედრას ბათუმის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი პროგრამის მიზნებსა და ამოცანებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა