ბათუმში, კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ბათუმში, კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი.

„ერთი პაციენტი კლინიკა „ბრაზერში“, ხოლო ორი კი სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი", - აცხადებენ შესაბამის უწყებაში.

აღმაშენებლის ქუჩაზე ახალ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული.