Galaxy S23 სერია უკვე "ელიტ ელექტრონიქსში"

კომპანია ელიტ ელექტრონიქსი, რომელიც ტექნიკის ბაზარზე ლიდერი სავაჭრო ქსელია, მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ქართულ ბაზარზე არაერთიწამყვანი ბრენის ტექნიკა ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანოს და გახდეს მისი ოფიციალური წარმომადგენლი საქართველოში. დღესდღეისობით ბრენდი საქართველოს 15 დიდ ქალაქში 23 მაღაზიას აერთიანებს და მასში 200-ზე მეტი ტექნიკის ბრენდია თავმოყრილი.

კომპანია ელიტ ელექტრონიქსი, მუდმივად ანებივრებს ერთგულ მომხმარებლებს უახლესი, ტრენდული და ხარისხიანი პროდუქციით, რის გამოც ტექნოლოგიურ სიახლეები მის დახლებზე ერთ-ერთი პირველი ხვდება.

ანდროდის სამყაროში წლის ყველაზე დიდ მოვლენას Samsung Galaxy S23 სერიის ფლაგმანების გამოსვლას, კომპანია ელიტ ელექტრონიქსი განსაკუთრებულად შეხვდა. ქავთარაძის ფილიალში ელიტ ელექტრონიქსისა და სამსუნგის ერთგული მომხამრებლებისთვის გრანდიოზული საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მომხმარებლებთან ერთად არაერთი ტექ ბლოგერი ესწრებოდა.

პრეზენტაციის პერიოდში ხაზი გაესვა Galaxy S23-ის იმ ახალ ფუნქციებსა და შესაძლებლობებს, რასაც წელს სამსუნგი თავის ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს.

ყველაზე დიდი და მასშტაბური განახლება რაც ერთხმად იქნა აღიარებული, არის Snapdragon 8 Gen 2 ჩიფსეტი, რისი წყალობითაც სმარტფონი მსოფლიოში უსწრაფესი მობილური გრაფიკისა და თამაშის შთამბეჭდავ გამოცდილებას გვთავაზობს. კონტენტის შექმნისა და თამაშების მოყვარულთათვის კი უმნიშვნელოვანესია ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც საზღვრებს არღვევს და აჭარბებს მოლოდინს.

Galaxy S23 Ultra-ს 5,000 mAh-იანი ელემენტის წყალობით წინამორბედ ფლაგმანებთან შესარებით 20%-ით უფრო მეტ ხანს ძლებს.

პირველად Galaxy სმარტფონებში, Galaxy S23 Ultra-ს კამერას გააჩნია 200MP, რომელიც ადაპტირებადი პიქსელების ტექნოლოგიას იყენებს. გვაქვს ასევე 12 მეგაპიქსელიანი ულტრა-ფართო კუთხოვანი ლინზა და პერისკოპული 10 მეგაპიქსელიანი ლინზა ათმაგი ოპტიკური მიახლოვებით, რა თქმა უნდა ისევ გვაქვს 100-მაგი ზუმი იმისთვის რომ ძალიან მოახლოვებული კადრები ან საერთოდაც მთვარის ფოტოები გადავიღოთ.

Galaxy-ის ახალი მოდელების ეპიკური კამერა კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს მომხმარებლებს, აღმოაჩინონ და გამოავლინონ კრეატიულობა, გამოიყენონ ტრანსფორმაციული ხელოვნური ინტელექტი (AI) რეალური, კინემატოგრაფიული ღამის ვიდეოების (Nightography) გადასაღებად. მისი კამერის მოდული მორგებულია თითქმის ნებისმიერი განათების პირობებს და წარმოუდგენელ დეტალიზაციას გვთავაზობს.

ვიდეოს შემთხვევაში კი გაუმჯობესებულია ოპტიკური სტაბილიზაცია, რომლის წყალობითაც სტაბილიზატორისა და ყოველგვარი მოწყობილობის გარეშე ვიღებთ ხარისხიან, სტაბილურ ვიდეოს.

ელიტ ელექტრონიქსი, რომელიც არაერთი წელია სამსუნგის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, გვთავაზობს სამსუნგის სმარტფონებს, პლანშეტებსა თუ აქსესუარებს ოფიციალური ჰოლოფრამით.

ვინც ჯერ კიდევ არ იცით Samsung-ის სმარტფონები უნდა შეიძინოთ ჰოლოგრამით, რადგან ის ადაპტირებულია ადგილობრივი ბაზრისთვის. ჰოლოგრამიან სმარტფონს ასევე გააჩნია სამსუნგის გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენლობაც ელიტ სერვისი გახლავთ.

10 თებერვლიდან Samsung galaxy S23 სერიის ახალი ფლაგმანების შეძენა მომხმარებელს უკვე შეუძლია ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელებში მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე ონლაინ ee.ge-ზე. ხოლო ის მომხმარებლები, რომლებიც თებერვლის თვეში შეიძენენ ახალი სერიის ფლაგმანებს საჩუქრად მიიღებენ Galaxy watch 5-ს ან Buds2-ს.

(R)

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი