საგარეო უწყება - ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ბერძენმა კოლეგამ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საბერძნეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვია. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ბერძენ კოლეგასთან.

მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ასევე, გააკეთეს შეხვედრის შემაჯამებელი განცხადებები პრესასთან.

"შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა და ნიკოს დენდიასმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს და ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრული კავშირები, რამაც ასახვა ჰპოვა არა მხოლოდ ამ ქვეყნების პოლიტიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობებზე, არამედ კულტურაზე, ხალხთაშორის კავშირებსა და იმ ისტორიულ ფასეულობებზე, რომლებიც დღესაც განსაზღვრავს საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

მინისტრებმა აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტებისა და კონტაქტების ინტენსივობის მნიშვნელობა ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო განვითარებისთვის. განსაკუთრებით გამოჰყვეს დიდი პოტენციალი ტურიზმისა და ვაჭრობის მიმართულებით და შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ახლო მომავალში მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ჩატარებას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს გაზრდილ როლსა და მნიშვნელობას რეგიონში - როგორც ბიზნესის წარმოების, ისე ტურისტული მიმზიდველობისა და ქვეყნის მზარდი სატრანზიტო ფუნქციების გათვალისწინებით. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მინისტრები მიესალმნენ სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დღის წესრიგს და უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ის დიდი დახმარება, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საბერძნეთმა საქართველოს აღმოუჩინა ამ კუთხით.

შეხვედრაზე გამოიხატა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, აღიარებული იქნა საქართველოს პროგრესი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად და იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო შეფასების დროს ევროკავშირის მხრიდან გათვალისწინებული იქნება საქართველოს ძალისხმევა, რაც შემდგომ აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ილია დარჩიაშვილმა ბერძენ კოლეგას მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის. თავის მხრივ საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა მზადყოფნა პირველივე შესაძლებლობაზე ეწვიოს საქართველოს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა